ვიქტორ დოლიძე: თუ პრემიერად გიორგი კვირიკაშვილს აირჩევენ, გამიხარდება

“თუ კი გიორგი კვირიკაშვილი  პრემიერმინისტრად აირჩევა, მინდა წარმატება ვუსურვო, იმიტომ რომ ეს ჩემი ქვეყანის და ჩემი თანამოქალაქეების წარმატებას შეეხება", – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ფრაქცია  "თავისუფალი დემოკრატებიდან" ვიქტორ დოლიძემ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა.

"მე მასთან ერთად მიბრძოლია, მიმუშავია და დადებითად ვაფასებ. კარგის გარდა გიორგისგან სხვა არაფერი მახსოვს. მას წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ რამდენად შეძლებს დამოუკიდებლად მართვას და იგივე პრობლემებს არ დაეჯახოს, რასაც ღარიბაშვილი… გიორგი შეძლებს რეალურად მართოს მთავრობა სხვების ჩარევის გარეშე?!

გიორგი კვირიკაშვილი არის კარგი ეკონომისტი, რომელმაც შეიძლება ეს თანამდებობდა უკეთესობისთვის გამოიყენოს. მე ოპოზიციაში ვარ, მაგრამ მინდა წარმატება ვუსურვო", – განაცხადა დოლიძემ 2030-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...