ვიქტორ დოლიძე: სტრასბურგის გადაწყვეტილებაში არ წერია, რომ მერაბიშვილი პოლიტპატიმარია

ის, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, ეს ნამდვილად არ წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, – ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ, ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა. 

"მე არ ვიცი რატომ კითხულობენ მხარეები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სხვადასხვანაირად, მაგრამ ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები" ვკითხულობთ ისე, როგორც წერია. ის, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, ეს ნამდვილად არ წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში და ეს ვერ დაიწერება… თქვენ, გახსოვთ ალბათ, იმავე სტრასბურგის სასამართლოს გადწყვეტილება იმავე ვანო მერაბიშვილის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გირგვლიანის მკვლელობას უკავშირდებოდა. ამის შემდეგ. მისი გამართლება და პოლიტპატიმრად მოხსენიება ნამდვილად შეურაცხმყოფელიც არის.

რაც არ უნდა ეცადოს "ნაციონალური მოძრაობა" მის გამართლებას და მის მოხსენიებას ე.წ. პოლიტპატიმრად, ბუნებრივია ეს ვერ მოხდება…

ვანო მერაბიშვილი ისეთივე პოლიტპატიმარია, მაგალითად, როგორიც მე ევროპარლამენტის პრეზიდენტი", – განაცხადა დოლიძემ 2030-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად