ვიქტორ დოლიძე: მუტონენი საქართველოს დეოკუპაციის მხარდაჭერაში დიდ წვლილს შეიტანს

დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველქლიური სესია დასრულდა, რომელიც საგამოფენნო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" მიმდინარეობდა. სესია ეუთო-ს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევით დასრულდა.

სესიის დასრულების შემდეგ, შედეგების შესახებ კომენტარი ჟურნალისტებტან საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ვიქტორ დოლიძემ გააკეთა. მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ეუთო-ს ახალი პრეზიდენტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში დიდ წვლილს შეიტანს.

"მინდა ყველაფერს პოზიტიურ ჭრილში შევხედო და ქალბატონ მუტონენს მივულოცო გამარჯვება. იგი ძალიან გამოცდილი ავსტრიელი პარლამენტარია, ჩემი ძველი მეგობარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქალი ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ეუთო-ს საპარლამენტო არჩევნების მომავალ განვითარებასა და მუშაობაში, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის მხარდაჭერაში", – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია, რომელიც თბილისში ტარდებოდა, ასამბლეის ახალი პრეზიდენტის არჩევით დასრულდა. პოსტზე წარდგენილი იყო სამი პრეტენდენტი: ავსტრია – კრისტინ მუტონენი, საფრანგეთი – ალენ ნერი და საქართველო – გიგი წერეთელი.

ავსტრიელმა პარლამენტარმა ქრისტინ მუტონენმა 86 ხმით გამარჯვება მოიპოვა, ხოლო გიგი წერეთელმა არჩევნებში 73 ხმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად