ვიქტორ დოლიძე: “მიკვირს, რატომ არ ინტერესდება ჯანელიძე 5 უდანაშაულო ადამიანის საქმით”

"მიკვირს, რატომ არ ინტერესდება ჯანელიძე 5 უდანაშაულო ადამიანის საქმით",-ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ ე.წ კაბელების საქმეზე დაკავებული პირების საქმის გამოძიების კომენტირებისას განაცხადა. 

"ყველაზე ძალიან რაც გვაწუხებს არის დაკავებული 5 უდანაშაულო ადამიანი, რა შეკვეთილი სტატიებიც არ უნდა დაიწეროს გაზეთებში და რაზედაც არ უნდა სპეკულირებდნენ პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, ყველაზე ძალიან ჩვენ გვაწუხებს 5 უდანაშაულო ადამიანი, რომლებიც ისხდნენ ვიღაცის პოლიტიკური მიზნების მძევლებად.

მე ძალიან მიკვირს, რომ თავდაცვის მინისტრი არ ინტერესდება ამ საკითხით, პრემიერ-მინისტრის პოზიცია უკვე დიდი ხანია გასაგებია ჩვენთვის, ეს ვფიქრობ უფრო სოლიდარობის, პროფესიული სოლიდარობას თავი რომ დავანებოთ, ადამიანური მომენტებიც არის, რომლითაც უნდა დაინტერესებულიყო აქამდე ბატონი ჯანელიძე",-განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, 2014 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად