ვიქტორ დოლიძე: ღარიბაშვილისგან ალასანიასთვის ზურგში დანის დარტყმა არასწორი იყო

"პრემიერს წასვლის ძირითადი მიზეზი არ დაუსახელებია. ორი დღის წინ მას სამწლიანი მუშაობის შეფასება გააკეთებინეს, რომ დღეს თანამდებობა დაეტოვებინა", – ამის შესახებ საპარლამენტი უმცირესობის წევრმა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატებიდან" ვიქტორ დოლიძემ ტელეკომპანია GDS-ში გადაცემა 2030-ში განაცხადა.

"სამწუხაროდ არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პრემიერმინისტრი დღევანდელი მმართველობის პირობებში, როცა ქვეყანა კულისებიდან იმართება, როგორც წინა ხელისუფლების დროს, რაღაცები წარმატებული იყო, რაღაცები ნაკლებად წარმატებული, მაგრამ უფრო მეტად შეეძლო ირაკლი ღარიბაშვილს როგორც ახალგაზრდა პრემიერმინისტრს გადაედგა ნაბიჯები. სამწუხაროდ, მხოლოდდამხოლოდ უნდა დაკავებული იყო იმითი რასაც მას კარნახობდნენ, რაც ყველასთვის გასაგებია.

მან ის მოლოდინები და დაპირებები, ვერ გაამართლა, რომლის ერთ-ერთი ფლაგმანი თვითონ იყო. მან წერტილი დაუსვა გუნდის ერთიანობას. ჩემი აზრით ეს არის ცუდი. რომელიც მან იმ პერიოდში გააკეთა. ვისთვის და ირაკლი ალასანიას და „თავისუფალ დემოკრატების“ ზურგში ხანჯლის დარტყმა არასწორი იყო. მას სწორი ნაბიჯის გადადგმა შეეძლო, მაგრამ ეს არ გააკეთა", – განაცხადა ვიქტორ დოლიძე 2030-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...