ვიყავი და ვიქნები საქართველოს სამსახურში – ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავი გაიხნსა (ფოტო)

ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონს, ნონა გაფრინდაშვილს, დღეს, 3 მაისს 75 წელი შეუსრულდა. მის საპატივცემულოდ კი ჭადრაკის სასახლის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

"ჩემთვის ძალიან საპატიოა, რაც ხდება დღეს. ვარსკვლავის გახსნა არ არის პატარა საქმე. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო დღევანდელი დღისთვის. ვიყავი საქართველოს სამსახურში და ვიქნები საქართველოს სამსახურში", – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ნონა გაფრინდაშვილს "სპორტის რაინდის" წოდებაც მიანიჭა.

შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავის გახსნას ვერის ბაღში საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ფოტოების ავტორი: ზვიად ნიკოლაიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...