ვიოლა ვონ კრამონი: მშვენიერია! შემდეგი ნაბიჯი იქნება, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს ციხეს

ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე გამოეხმაურა.

„მშვენიერია! კარგია, რომ ყველა პარტნიორმა შეასრულა დანაპირები. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს ციხეს. ამან ყველას უნდა გაუხსნას გზა რეგულარული საპარლამენტო მუშაობისაკენ“, – წერს საკუთარ განცხადებაში ვიოლა ფონ კრამონი .

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა “დემოკრატიისთვის” გამოყო. მათივე ინფორმაციით, ეს თანხა უკვე გადახდილია, რომელიც საიამ ხელისუფლებას გადასცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...