ვიოლა ფონ კრამონი: შეშფოთებული ვარ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაჩქარევი დანიშვნის გამო

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ევროპარლამენტარი წერს, რომ “კლანური” სისტემა სასამართლოში ძირს უთხრის კანონის უზენაესობას

„შეშფოთებული ვარ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაჩქარევი დანიშვნის გამო. როგორც 19 აპრილის შეთანხმება ამბობს, ამბიციური სასამართლო რეფორმა გადამწყვეტია და მიბმულია ევროკავშირის მიკროსაფინანსო დახმარებასთან. ვენეციის კომისიის უგულებელყოფა ბრძნული გადაწყვეტილება არ არის. „კლანური“ სისტემა სასამართლოში ძირს უთხრის კანონის უზენაესობას!“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერში“.

ცნობისთვის, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ასარჩევად 9 კანდიდატი წარედგინა:

გიორგი გოგიაშვილი
გოჩა აბუსერიძე
ლევან თევზაძე
ქეთევან მესხიშვილი
გიორგი შავლიაშვილი
რევაზ ნადარაია
ბიძინა სტურუა
ეკა ზარნაძე
ლაშა ქოჩიაშვილი

კომენტარები
იტვირთება...