ვიოლა ფონ კრამონი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: „ქართულ ოცნებას“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება გაუმარტივეს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებამ გაუმარტივა, რომელმაც დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა Twitter-ზე დაწერა, რითაც სენატორ ჯიმ რიშის ტვიტს გამოეხმაურა.

„მართალია. სამწუხაროდ, იგივე შეიძლება ითქვას უდიდეს ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელი არც მოუწერია. მათ „ქართულ ოცნებას“ ხელმოწერის ანულირება გაუმარტივეს. უფრო მეტი სიმართლე კი ის არის, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მოსახლეობა დაიტანჯება“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

დღეს ვიოლა ფონ კრამონი თბილისში კონსულტაციების გამართავს. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ვის შეხვდება ევროპარლამენტარი. „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები
იტვირთება...