ვიოლა ფონ კრამონი: მოხარული ვარ, რომ ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა, ახლა ჯერი მიხეილ სააკაშვილზეა, რომ მიბაძოს მის მაგალითს

“მოხარული ვარ, რომ ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა, ახლა ჯერი მიხეილ სააკაშვილზეა, რომ მიბაძოს მის მაგალითს”.

ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter ზე წერს.

„მოხარული ვარ, რომ ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. მე ძალიან ვღელავდი ხოშტარიას ჯანმრთელობის გამო, ახლა ჯერი ბატონ სააკაშვილზეა, რომ მიბაძოს მის მაგალითს.

საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გადაიყვანოს ყოფილი პრეზიდენტი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში და ოპოზიცია უნდა დარჩეს მშვიდობიანად“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

კომენტარები
იტვირთება...