ვიოლა ფონ კრამონი: მე ვიყავი პერსონა ნონ გრატა მიხეილ სააკაშვილისთვის, ვიცი, რას ნიშნავს ბრძოლა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემისთვის

მე ვიყავი პერსონა ნონ გრატა მიხეილ სააკაშვილისთვის, ვიცი, რას ნიშნავს ბრძოლა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ონლაინკონფერენციაზე განაცხადა.

“მე 2010 წლიდან ჩართული ვარ ქართულ პოლიტიკაში. მე ვიყავი პერსონა ნონ გრატა მიხეილ სააკაშვილისთვის. მე ვიცი, რას ნიშნავს ბრძოლა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემისთვის. ახლა, 8 წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ ვხედავთ სახელმწიფო ინსტუტების ხელში ჩაგდების მცდელობას, რაც სახიფათოა და მნიშვნელოვნად აზიანებს უცხოურ ინვესტიციებს. მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ მე არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არ ვარ, ჩემი ხედვა ეფუძნება პრინციპებს. ჩვენ გვსურს საქართველოს ხილვა ევროკავშირში რაღაც ეტაპზე, მაგრამ გვჭირდება პარტნიორები პარლამენტსა და მთავრობაში, ვინც ხვდება, როგორ უნდა მართოს ქვეყანა სათანადოდ.

მე ნამდვილად ვთხოვე კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ აიღონ მანდატები და დაიწყონ პარლამენტში მუშაობა. ჩვენ მოხარული ვიქნებით, დავეხმაროთ მათ, რათა ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა და ჩაერთონ „ჟან მონეს დიალოგის ფორმატში“, რომლითაც ისინი უკეთესად იქნებიან მომზადებული მომავალი არჩევნებისთვის. ჩვენ ვხედავთ პრობლემებს ორივე მხარეს და ამის გამეორებით არ დავიღლები“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...