ვიოლა ფონ კრამონი: 2012 წელს სააკაშვილი ადმინისტრაციულ  რესურსებს ბოროტად იყენებდა,  9 წლის შემდეგ უკან დავბრუნდით 

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის შეფასებით, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ადმინისტარციულ რესურსს ბოროტად იყენებს, როგორც ეს ხდებოდა 2012 წელს მიხეილ საააკაშვილის მმართველობის პერიოდში.

“ჩვენ სხვადასხვა ხმებს ვუსმენთ ამ ქვეყანაში და იმ რეალობის წინ ვხედავთ წინასაარჩევნო კამპანიას, რაც ვნახეთ 2012-ში, სააკაშვილის მეორე ვადისას. მაშინ ჩვენ ვნახეთ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და ჩვენ ვხედავთ ამას ახლაც, სამწუხაროდ. 2012-ში არჩევნების დროს და ჩვენ ძალიან შეწუხებული ვიყავით პოლიტიკური სიტუაციით, მაგრამ მოხდა დემოკრატიული ცვლილება და მმართველმა პარტიამ მიიღო დამარცხება. მაგრამ ახლა ისევ იმავე წერტილში ვართ და ეს ჩემვის ძალიან სამწუხაროა. 9 წლის შემდეგ დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობის, საჯარო რესურსების მხრივ ჩვენ დავბრუნდით უკან , იმავე სიტუაციაში სადაც ვიყავით 9 წლის წინ – 2012 წელს. ეს ძალიან იმედგამაცრუებელია სადაც დღეს ვიმყოფებით.“ – ამბობს ვიოლა ფონ კრამონი

კომენტარები
იტვირთება...