ვიოლა კრამონი საქართველოში ჩამოვა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც ამჟამად კიევში იმყოფება, საქართველოში ჩამოვა.

ამის შესახებ ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში “ტვიტერი” წერს, სადაც “ქართული ოცნების” დღევანდელ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, მმართველი პარტია აუქმებს ევროკავშირთან გაფორმებულ 19 აპრილის შეთანხმებას.

 

„ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ აუქმებს ევროკავშირთან გაფორმებულ 19 აპრილის შეთანხმებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს სჭირდება 2020 წლის შემდგომი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დღის წესრიგის პერსპექტივა. სიმართლე რომ ვთქვათ, უდიდეს ოპოზიციურ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არც უცდია ევროკავშირთან გაფორმებული ამ ერთობლივი შეთანხმების ხელმოწერა. ასე რომ, ორივე მხარე აწარმოებს საშინელ პოლიტიკურ თამაშს მათი მოქალაქეების ხარჯზე. ეს ყველაფერი ხელს არაფერს უწყობს“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.​

კომენტარები
იტვირთება...