ვინც სახლის ანტენით სარგებლობს, ხვალიდან უფასოდ 20 ქართულ არხს მიიღებს

 „ის მომხმარებელი რომელიც მხოლოდ სახლის ანტენით სარგებლობდა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით ხვალიდან 20-მდე ქართულ არხს მიიღებს“- ამის შესახებ „აიპრესთან“  „ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეთო მონასელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „არსებობს კომერციული ქსელის მშენებელი კომპანია „სტერეო +“, სადაც თუ არ ვცდები 20-მდე ქართული არხია დარეგისტრირებული, რომელიც ციფრული მაუწყებლობაზე გადასლის შემდეგ  ეთერით გავრცელდება. ჯერ-ჯერობით საუბარია მხოლოდ ქართულ არხებზე. თუმცა, არ არის გამორიცხული კომერციული ქსელის მშენებელმა კომპანიამ მიუმატის მომსახურებას უცხოური არხები. ახლა ხდება გადალაგება“.

ცნობისთვის, ხვალიდან, საქართველო ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადადის. როგორ ავაწყოთ ციფრული ტელევიზია სახლში – ინსტრუქცია მოსახლეობისთვის

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...