ვინ მოხვდა აშშ-ის ახალ ანტირუსულ სანქციებში (სრული სია)

აშშ-მა შავ სიაში დაამატა 27 რუსი პირი და 6 კომპანია, რომლებსაც რუსეთის თავდაცვის-სამრეწველო კომპანიებთან, ან დაზვერვის სამსახურებთან აქვთ კავშირი. სანქციების სიის ყველა ახალ ფიგურანტს ამერიკული სანქციები ემუქრება.

სია ორ ნაწილად არის გაყოფილი – თავდაცვის და დაზვერვის.

 

სანქციების სიის პირველი ნაწილის ფიგურანტი სამი კომპანია გახდა:

  • ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანია;
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკური კომპანია "აბარონლოგისტიკა";
  • გაგარინის სახელობის საავიაციო ქარხანა, რომელიც თვითმფრინავებს აწარმოებს.

 

რუსი ფიზიკური პირებისა და კომპანიების სიაში, რომლებიც აშშ-ის მოსაზრებით დაზვერვასთან არიან კავშირში აგრეთვე მოხვდა სამი კომპანია:

  • ინტერნეტ-გამოძიების სააგენტო, რომელიც ფიგურირებს აშშ-ის სპეცპროკურორის გამოძიებაში რუსეთის საქმესთან დაკავშირებით. მისი ლიკვიდირება 2016 წლის ბოლოსკენ მოხდა, RBC-ის ერთ-ერთი წყარო მას ტროლების ფაბრიკის ნაწილად მოიაზრებს;
  • Concord Catering – კომპანია, რომელიც ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის მიერ არის დარეგისტრირებული;
  • Concord Management and Consulting LLC – კომპანია, რომლის აქციების 100% პრიგოჟინს ეკუთვნის. მისი სპეციალიზაცია არის კვების ობიექტები ოფიციალურ მიღებებზე.

 

ფიზიკური პირები:

  • რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კორობოვი;
  • მთავარი სამმართველოს მოადგილე სერგეი გიზუნოვი.

 

სიაში აგრეთვე მოხვდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც აშშ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ოფიცრებს უწოდებდა და აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებდა:

  • ვიქტორ ნეტიკშო;
  • ბორის ანტონოვი;
  • ნიკოლაი კოზაჩეკი;
  • პაველ ერშოვი;
  • არტემ მალიშევი;
  • დმიტრი ბადინი;
  • ალექსეი ლუკაშევი;
  • სერგეი მორგაჩევი;
  • ალექსანდრ ოსადჩუკი;
  • ალექსეი პოტემკინი;
  • ივან ერმაკოვი;
  • ანატოლი კოვალევი.

 

სიაში შესულია რუსეთის 13 მოქალაქე, რომლებსაც ვაშინგტონი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაში სდებს ბრალს:

  • ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი;
  • ჯეიჰუნ ნასიმ ოგლ ასლანოვი (ცნობილია, როგორც ჯეიჰუნ ასლანოვი);
  • ანნა ბოგაჩევა;
  • მარია ბოვდა (ცნობილია, როგორც მარია ანატოლევნა ბელაევა);
  • რობერტ ბოვდა;
  • მიხაილ ბურჩიკი;
  • მიხაილ ბისტროვი;
  • ალექსანდრა კრილოვა;
  • სერგეი პოლოზოვი;
  • ვადიმ პოდკოპაევი;
  • გლებ ვასილჩენკო;
  • ვლადიმირ ვენკოვი;
  • ირინა კავერზინა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად