ვინ არის სერგეი გავრილოვი და რატომ გაჩნდა მისი ბაბუის შესახებ “ვიკიპედიაზე” ჩანაწერი 21 ივნისს?!

ვინ არის სერგეი გავრილოვი?! – მის შესახებ პირველი ჩანაწერი ვიკიპედიაში გაჩნდა 2009 წლის 18 აპრილის 08:31 საათზე და მას შემდეგ 2019 წლის 20 ივნისამდე ვიკიპედიაში სტატიაზე სერგეი გავრილოვი სულ 23 აქტივობა (განხილვა, შესწორება…) ფიქსირდება. მათგან ბოლო 23-ე აქტივობა თარიღია 2018 წლის 13 ოქტომბრის 08:15 სთ და ეს აქტივობა გამოიხატება 2013 და 2018 წელს მიღებული ორი მედლის დამატებაში ქვეთავში – ჯილდოები.

2019 წლის 20 ივნისიდან 10:19 საათიდან 23 ივნისის 18:44 საათამდე აქტივობის რაოდენობა 60-მდე ავიდა. გაჩნდა ჩანაწერები თბილისში მის მიერ საქართველოს პარლმენტში მართმადიდებლოს პარლამენტთაშორის ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩამჯდარი გავრილოვის მიერ სხდომის რუსულად წაყვანის, ამის შემდეგ განვითარებული მოვლენების, 2013 წლის ივლისში მოსკოვის “დინამოს” და თბილისის “დინამოს” მატჩზე მის ჩამოსვლის, თამაშის შემდეგ მის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის და პრეზიდენტ მიხეილ საკაშვილის მიერ მის საქართველოს მტრად მოხსენიების შესახებ.

ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ 60-მდე აქტივობიდან 18 მოდის მომხმარებელზე Ace111 და სწორედ ის ამცნობს ვიკიპედიის მკითხველს, რომ სერგეი გავრილოვის “ბაბუა დედია მხრიდან – ომის მონაწილე, კაპიტანი გრიგორ ნესტორის ძე ლომთაძე საქართველოშია დასაფლავებული”.

საყურადღებოა, რომ ჩანაწერის პირველწყაროდ Ace111 მიუთითებს რუსეთის კომუნისტური პარტიის საიტზე სერგეი გავრილოვის პერსონალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მასალას, რომელზეც თავის მხრივ მითითებულია, რომ მომზადებულია 2015 წლის 19 მაისის “Парламентская Газета”-ს მიხედვით.

გაზეთის აღნიშნულ ნომერში გამოქვეყნებულ სერგეი გავრილოვის ინტერვიუსგან შედარებით კომუნისტური პარტიის საიტზე განთავსებული ამ ერთადერთი, საწყისად ჩამატებული, კითხვით და მასზე პასუხით განსხვავდება:

– სააკაშვილითან ისტორიის გათვალისწინებით, არ ნერვიულობდით გამგზავრების წინ?

– ვაღიარებ, მზად ვიყავი სირთულეებისთვის. მაგრამ დიდება ღმერთს, ისინი არ შემქმნია. თავდაპირველად მოგზაურობას ვგეგმავდი როგორც სუფთა მომლოცველი – მინდოდა მომენახულებინა უძველესი გელათის მონასტერი, მეოთხე საუკუნის ბოდბეს სავანე…მაგრამ შემდეგ გადაწყდა ამუშაო შეხვედრების მოწყობა და ამას ზედ დამატებული წმინდა ადგილების მონახულება. უმნიშვნელოვანესი იყო დასწრება თბილისში საეკლესიო წირვაზე, რომელიც საქართველოს პატრიარქმა ილია II ჩაატარა მოსკოვის და საქართველოს მფარველი წმინდა გიორგი ძლევამოსილის დღეს.

ამ წირვამ ტონი მისცა მთელ მოგზაურობას. პატრიარქი – საოცარი ადამიანია, რომელიც 82 წლის ასაკის მიუხედავად კვლავინდებურად ბევრს აკეთებს ჩვენ ხალხებს შორის არსებული ისტორიული სულიერი კავშირების შენარჩუნებისთვის, იმ ანტირუსული ისტერიის საპირისპიროდ, რომლიც დანერგვასაც აქტიურად ცდილობენ საქართველოში პროდასავლური ძალები. ამ ყველაფერს თან სდევს მცდელობები მოწყვიტონ საქართველო მის ქრისტიანულ ისტორიას: მაგალითად, დააკანონონ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ბავშვებში სექსუალური გარყვნილების პროპაგანდა და ა.შ. ამავე პოზიციას იზიარებენ საქართველოს ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და მსხვილი ბიზნესმენები.

კიდევ ერთი განსხვავება “Парламентская Газета”-ში გამოქვეყნებული ინტერვიუდან:  წინადადებას – “შევნიშნავ, რომ ჩემთვის დიდი სამამულო ომის ისტორია მჭიდრო კავშირშია ოჯახის ისტორიასთან. ამ მოგზაურობის ერთი მთავარი მიზანთაგანი იყო დედის მხრიდან ჩემი ბაბუის, ომის მონაწილე კაპიტნის, გრიგორ ნესტორის ძე ლომთაძის საფლავის მოძებნა” კომუნისტური პარტიის საიტზე გადატანილს მოსდევს: “ამიტომ ჩვენ წავედით ბავშვებთან ერთად, მათთან ერთად  ვნახეთ და წესრიგში მოვიყვანეთ მისი საფლავი. დავდგამთ მასზე ჯვარს (ტექსტში ასეა: Установим და უცნობი რჩება, მომავალში ვაპირებთ იგულისხმა თუ კორექტურული შეცდომაა Установили უნდა ეწეროს – “აიპრესი”)

ორივე წყაროს მიხედვით დასტურდება, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოში იმყოფებოდა 2013 წლის შემდეგ მეორედ იმყოფებოდა 2015 წლის მაისში. ორივე წყაროში გაჟღერებული მისი ცნობას დედის მხრიდან მისი ბაბუის ვინაობის შესახებ 4 წლის მანძილზე არ ასახულა ვიკიპედიაში და აისახა ახლა სრულიად კონკრეტული მიზნით – მიამიტთა მის ჩვენდამი კეთილ ზრახვებში დარწმუნების მიზნით.

სქრინი 1 – ასეთი იყო სტატია გავრილოვზე ვიკიპედიაში 19.04.2009

სქრინი 2 – ასეთი სახის იყო სტატია გავრილოვზე ვიკიპედიაში 2019 წლის 20 ივნისამდე

სქრინი 3 – ასეთი სახე აქვს სტატიას გავრილოვზე ვიკიპედიაში ბოლო 2019 23 ივნისის 18:44-ზე გაკეთებული ცვლილების შემდეგ (სტატიის დასაწყისი)

სქრინი 4 – ასეთი სახე აქვს სტატიას გავრილოვზე ვიკიპედიაში ბოლო 2019 23 ივნისის 18:44-ზე გაკეთებული ცვლილების შემდეგ (სტატიის დასასრული)

ავტორი: რაულ კაპანაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...