ვინ არის ფეხბურთელი, რომელმაც მოწინააღმდეგე გუნდის წევრი სიკვდილს გადაარჩინა?!

საფეხბურთო გუნდის ხობის “კოლხეთის” კაპიტანმა, გიორგი გოგენიამ “მეშახტეს” ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა.

როცა, ტყიბულის სტადიონზე “მეშახატესა” და ხობის “კოლხეთს” შორის მატჩში საჰაერო ორთაბრძოლის დროს შეჯახების შედეგად, ზურა გელაშვილმა და ირაკლი ჭანკვეტაძემ მძიმე ტრავმები მიიღეს, გელაშვილმა შეჯახებისთანავე გონება დაკარგა, რასაც მოედანზე პანიკა მოჰყვა.

სწორედ ამ დროს მეტოქე ფეხბურთელი გიორგი გოგენია ყველაზე სწრაფად გაერკვა ტრავმის სიმძიმეში და ზურას სიცოცხლე საკუთარი ხელებით გადაარჩინა, რის გამოც თავად სხეულის დაზიანება მიიღო.

დახმარების აღმოჩენა რამდენიმე წამიც რომ დაგვიანებულიყო, შესაძლოა, ყველაფერი ტრაგიკულად დასრულებულიყო.

გიორგი გოგენია ხობიდანაა და უკვე 20 წელია, ფეხბურთს თამაშობს. როგორც ,,აიპრესთან” აცხადებს, 13 წლის იყო, როცა ფეხბურთზე შევიდა და მას შემდეგ, სპორტის ამ სახეობას არ ღალატობს. იგი პროფესიით ეკონომოსტია.

“როცა ვნახე, რომ ორი ფეხბურთელი წაიქცა, ვეღარ გადავწყვიტე რომელთან მივსულიყავი. ჩემი გუნდის წევრი გონზე იყო, ამიტომ პირველი იმასთან მივედი, ვინც გონზე არ იყო. არ დავბნეულვარ და უცებ კბილები გავუხსენი და სუნთქვა დაიწყო. დეტალურად ვერ ვიხსენებ, რა როგორ მოხდა. დარწმუნებული ვარ, ყველა ასე მოიქცეოდა,”- აცხადებს გოგენია.
მისი თქმით, განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია და რეაქციები, რომელიც მისმა ქმედებამ გამოიწვია, ძალიან ახარებს.


“სხვადასხვა საფეხბურთო გუნდებში ვთამაშობდი, მაგალითად, “თბილისის ოლიმპიში”, “ფოთის კოლხეთში”. ბოლოს, ისევ მშობლიურ “ხობის კოლხეთს” დავუბრუნდი. პარალელურად, სხვადასხვა საქმით ვარ დაკავებული, თუმცა მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ფეხბურთს ეძღვნება.

განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია და ვფიქრობ, ყველა იგივეს გააკეთებს. ადამიანური ფაქტორია, როცა ადამიანს სჭირდება დახმარება და შენ ეს შეგიძლია, უნდა დაეხმარო. ამ მიდგომით გავიზარდე და სულ ასე ვიქნები,”- აცხადებს გოგენია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად