ვინ არის 10 კანდიდატი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დაასახელეს (სია)

იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.

განცხადება იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ დღევანდელ საბჭოს  სხდომაზე გააკეთა.

  1. მარიამ ცისკაძე,
  2. ნინო ქადაგიძე,
  3. მიხეილ ჩინჩალაძე,
  4. პაატა სილაგაძე,
  5. გიორგი მიქაუტაძე.
  6. მერაბ გაბინაშვილი,
  7. ნინო სანდოძე,
  8. თამარ ალანია,
  9. გიორგი ტყავაძე
  10. დიმიტრი გვრიტიშვილი

შეგახსენებთ, ამ დრომდე ვაკანტურია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი.

პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი, შემდეგ კი პარლამენტის არჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე 2017 წლის 4 ივლისს თანამდებობიდან გადადგა.

ასევე, 2018 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...