ვიეტნამში წყალდიდობების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა

ოქტომბრის დასაწყისიდან, ვიეტნამის ცენტრალურ რაიონებში, წყალდიდობის, მეწყერებისა და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად, 105 ადამიანი გარდაიცვალა, 27 კი დაიკარგა.

ვიეტნამის კატასტროფის მართვის ეროვნული საკოორდინაციო კომიტეტის ბოლო ანგარიშის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაზარალებულთა უმეტესობა გამოვლინდა კუანგჩის, ტხიატხენ-ხიუესა და კუანგნამიუს პროვინციებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ სტიქიით.

ამ პროვინციებში დაიტბორა 177 900-ზე მეტი სახლი, დაზიანდა მრავალი მაგისტრალი და ადგილობრივი გზა. ბევრ დასახლებულ პუნქტში გაუქმდა ელექტროენერგიის გადამცემი და საკომუნიკაციო ხაზები. წყალდიდობამ გაანადგურა 107,5 ათას ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სტიქიის მსხვერპლი გახდა 691 ათასზე მეტი პირუტყვი და ფრინველი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად