ფილიპინებზე ტაიფუნის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ტაიფუნ “გონის” შედეგად მინიმუმ 10 ადამიანი დაიღუპა, სამი ადამიანი კი გაუჩინარდა ფილიპინებზე.

მათივე ინფორმაციით, ცხრა გარდაცვლილი, მათ შორის ხუთი წლის ბავშვი, ალბაის პროვინციაში ცხოვრობდა. რაც შეეხება სამ გაუჩინარებულ პირს, ისინი ყველანი ჯინობატანის მუნიციპალიტეტიდან არიან. გარდა ამისა, კატანდუანის პროვინციაში სტიქიის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ეროვნული საბჭოს მონაცემებით, ტაიფუნმა 372 000-ზე მეტი ოჯახი, ანუ 2 მილიონი ადამიანი დააზარალა. ევაკუირებული იქნა თითქმის 390 ათასი ადამიანი. მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად