ვიეტნამში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ვიეტნამის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ვიეტნამის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით დღეს დილის 06:00 საათზე ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

საკურორტო ქალაქ დანანგში, სადაც ვირუსი წინა კვირას, 100 დღის შემდეგ ისევ გაჩნდა, 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

ვიეტნამი დღემდე ერთადერთი მჭიდროდ დასახლებული და მრავალმილიონიანი ქვეყანა იყოს, სადაც კორონავირუსით არავინ იყო გარდაცვლილი.

ვიეტნამის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცნობით, 30 ივლისს, ვიეტნამში, რეკორდულ რაოდენობას, 45 კაცს დაუდგინდა კორონავირუსით ინფიცირება. ყველა მათგანი დანანგთან კავშირის მქონეა. ინფიცირებულთა ასაკი 27-და 87 წლამდეა:

5 ინფიცირებული – 30 წლამდე ასაკის;
3 ინფიცირებული – 30 წლიდან 40 წლამდე ასაკის;
8 ინფიცირებული – 40 წლიდან 50 წლამდე ასაკის;
9 ინფიცირებული – 50 წლიდან 60 წლამდე ასაკის;
15 ინფიცირებული – 60 წლიდან 70 წლამდე ასაკის;
1 ინფიცირებული – 70 წლიდან 80 წლამდე ასაკის;
4 ინფიცირებული – 80 წელს ზემოთ

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე ვიეტნამში ინფიცირების 509 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად