ვიეტნამი რუსეთისგან COVID19-ის ვაქცინას შეიძენს

ვიეტნამის ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადებით მიმართა რუსეთს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენის თაობაზე. როგორც Reuters-ი იუწყება, ამის შესახებ ქვეყნის ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია.

”ამავე დროს, ვიეტნამი გააგრძელებს საკუთარი ვაქცინის შემუშავებას COVID-19-ის წინააღმდეგ”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინის შემუშავება დაასრულა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) კი ვაქცინასთან დაკავშირებით ჯერჯერობით რეკომენდაციას არ გასცემს და აცხადებს, რომ აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლებასთან, რათა მიიღოს მეტი ინფორმაცია ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ, რომელიც რუსეთმა შეიმუშავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად