ვიდეოში ჩანს, რომ სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში ბავშვებს იატაკზე სძინავთ – აღმზრდელები ამბობენ, რომ ასეთი აქტივობაა

“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბათლომე შელია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში გადაღებულ ვიდეოს. მასალაში ჩანს, რომ პატარა ბავშვებს იატაკზე სძინავთ. მასალაში ისმის ხმა, რომ “აქ გადაღება არ შეიძლება”.

აღნიშნულ ფაქტზე საბავშვი ბაღის პედაგოგები აცხადებენ, რომ ბავშვებს აქტივობა ჰქონდათ და იატაკზე თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი აღსაზრდელის ბიძა ოთახში არაფხიზელ მდგომარეობაში შევიდა მასწავლებლებმა კი ბავშვის წაყვანის უფლება არ მისცეს.

“გაფრთხილებულები ვიყავით დედისგან, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ბიძასთვის და მამისთვის ბავშვი არ უნდა გაგვეყოლებინა. ოთახში იყო აქტივობა, ბავშვები ხალიჩაზე დაგებულ ლეიბზე ისვენებდნენ და ამდროს შემოვიდა ნასვანი ბიძა. ჩვენ ბავშვი არ გავაყოლეთ,”- აცხადებენ პედაგოგები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად