ვეტერინარი დავით ნანობაშვილი: ჰასკს ბავშვებისთვის სილამაზის გამო ყიდულობენ, მერე აღმოაჩენენ, რომ მოვლა სჭირდებათ

ვეტერინარი, დავით ნანობაშვილი “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ქუჩაში ჰასკის ჯიშის ძაღლების მომრავლების მიზეზებზე საუბრობს:

“ჯიში [ჰააკი] დაღუპა თვალებმა და ვიზუალმა. ქართველები ზოგაგად ძალიან უცნაური ერი ვართ, ჯერ ვაკეთებთ და მერე ვფიქრობთ. ჰასკი საკმაოდ სპეციფიური ჯიშია, ეს არ არის ოთახის ძაღლი, რომელსაც დადებ და იქნება. მას ჭირდება გასეირნება და მოვლა. ჩვენ ცოტა ზარმაცი ერი ვართ, ამ ჯიშს კი სჭირდება ინტენსიური გასეირნობა, ვარცხნა, მოვლა, ბევრი ნიუანსები რაც დროს მოითხოვს.

ბავშვებს უყუდიან, უი ლამაზია… მერე აღმოაჩენენ, რომ უი ბეწვი სცვივა, სეირნობა ჭირდება, თან ისეთი ჯიში არაა, რომ გაუშვებ და გაივლის თავისით, ყურადღება ჭირდება, რომ არ გაიქცეს. პატრონები ზიან, ტელეფონში არიან, აუშვებენ და ჰგონიათ დაბრუნდება ძაღლი თავად. მერე ძაღლი ან ბრუნდება ან არა, ან პოულოვენ ან ვერა. ძირითადად დაჩიპულები არ არიან, ამოტომ ვერ პოულობენ პატრონებს”, – განაცხადა დავით ნანობაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...