ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა ხუთი მედალი მოიპოვეს

ფინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვეტერანმა ქართველმა მოჭიდავეებმა ხუთი მედალი მოიპოვეს. 

ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა დღეს ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ოქროს მედალი ზურაბ წიქარიძემ მოიპოვა და ჩემპიონი გახდა, ხოლო ბრინჯაოს მფლობელები გახდნენ თამაზ გოგელია და ესტატე გოგლიჩიძე.

გუშინ, შეჯიბრის პირველ დღეს კი მალხაზ გოგოლაძემ (63) და ბადრი ანთაძემ (85) ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად