ვეტერანი ქართველი მოჭიდავე ზურაბ წიქორიძე მსოფლიო ჩემპიონია

ფინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვეტერან მოჭიდავეებს შორის ზურაბ წიქარიძე (97) მსოფლიო ჩემპიონია.

A – 40 წლამდე დივიზიონის ფინალში ქართველმა ფალავანმა ფინელი ომიდ მოსავი 3-1 დაამარცხა, მარანმდე კი შვედი მატიას სვენსორი 23 წამში დაამარცხა 8-0, ნახევარფინალში კი ბირნ ჰოლკს 5-1 მოუგო.

თამაზ გოგელიამ (130) და ესტატე გოგლიჩიძემ (130) მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

A – 40 წლამდე დივიზიონში გოგელიამ გადამწყვეტ შეხვედრაში შვედი იოჰან ჰეიმბრანდი 4-0 დაამარცხა.

G – 70 წლამდე დივიზიონში შარშანდელი ტრიუმფალური გამარჯვების გამეორება ვერ შეძლო ჩვენმა მძიმეწონოსანმა ესტატე გოგლიჩიძემ და ამჯერად ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად