ვერტმფრენებიდან კორონავირუსის სადეზინფექციო ხსნარის გადმოფრქვევაზე მესიჯები საფრანგეთ-შვეიცარიაშიც გავრცელდა

როგორც ჩანს, დეზინფორმაციის გავრცელებას არც საფრანგეთში უჩივიან და არც შვეიცარიაში. საფრანგეთისა და შვეიცარიის მოქალაქეებმა მიიღეს შეტყობინება, სადაც 5 ვერტმფრენიდან სადეზინფექციო ხსნარის გადმოსხმის შესახებ წერდნენ.

“დღეს საღამოს 23:30 საათზე 5 ვერტმფრენიდან გადმოისხმევა სადიზენფექციო ხსნარი კორონავირუსის წინააღმდეგ, ამიტომ, ნუ იქნებით ნურავინ ქუჩაში და ნუ მიხვალთ ფანჯრებთან” – წერია შეტყობინებაში.

ინფორმაცია ჩვენს კოლეგასთან გიორგი ფოფხაძესთან გადავამოწმეთ, სწორედ მან გაავრცელა ინფორმაცია ამის შესახებ. როგორც გიორგი ფოფხაძემ გვითხრა, მსგავსი სახის შეტყობინება მანაც მიიღო.

შეტყობინება ფრანგულენოვან “ფეისბუქზეც” ტრიალებს.

კომენტარები
იტვირთება...