ვერშბოუ: უნდა დაგვეჯერებინა სააკაშვილისთვის, 2009 წელს გვაფრთხილებდა, შემდეგი ყირიმი იქნებაო

საქართველოს მომავალზე ნატო-ში და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ, NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ „აიპრესს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა.

რიგის კონფერენცია 2019-ზე” ალექსანდრ ვერშბოუსთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა “აიპრესის” სპეციალურმა კორესპოდენტმა ვახტანგ ნინიკაშვილმა.

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

“აიპრესთან” ინტერვიუში ალექსანდრ ვერშბიუმ ასევე ისაუბრა 2008 წელს საქართველოს ოკუპაციაზე და განაცხადა, რომ მაშინ დაშვებული შეცდომების გამო ყირიმით აგეს პასუხი.

ბატონო ვერშბოუ, შეძლებდა თუ არა მსოფლიო უკრაინის კონფლიქტის თავიდან აცილებას 2008 წელს, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამო რუსეთისთვის უფრო მკაცრად რომ მოეთხოვა პასუხი თუ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გარდაუვალი იყო?

ვერშბოუ: რთულია იმის თქმა, თუ რა მოხდებოდა უკრაინაში. პუტინმა ბოლო მომენტში მიიღო გადაწყვეტილება შეწინააღმდეგებოდნენ ასოცირების ხელშეკრულებას უკრიანასა და ევროპის კავშირს შორის. ამიტომ, არ ვფიქრობ მცდარი იყოს იმის თქმა, რომ მაიდანის ესკალაცია მოახდინა პუტინმა;

ნათელია, რომ წლების მანძილზე რუსებს თაროზე ჰქონდათ შემოდებული გეგმა ყირიმის ანექსიის განსახორციელებლად და ელოდნენ მომენტს, რომელიც იქნებოდა სიგნალი, არა მხოლოდ პუტინისთვის, არამედ რუსული ელიტის ბევრი წარმომადგენლისთვის, რომლებიც მიიჩნევდნენ რომ ყირიმი იყო ხრუშჩოვის მიერ უკრაინელებისთვის გაკეთებული გაუმართლებელი საჩუქარი და რომ ყირიმი ეკუთვნის რუსეთს.

ამიტომ, ჩვენ უნდა დაგვეჯერებინა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, რომელიც გვაფრთხილებდა 2009 წელს, როცა მე ვიყავი თავდაცვის მდივნის მთავარი მრჩეველი სამოქალაქო საკითხებში: „აი ნახავთ, ყირიმი შემდეგი იქნება“. მე უნდა დამეჯერებინა მისთვის.

მაგრამ როდესაც „ღირსების რევოლუციის“ მოძრაობა დაიწყო და გაძლიერდა, იმის ალბათობაც ძალიან მაღალი იყო, რომ რუსეთი საპასუხო დარტყმას გააკეთებდა რაიმე ფორმით. და ჩვენ მართლაც მოუმზადებლები ვიყავით დაზვერვის, სამხედრო თვალსაზრისით რომ გადაგვედგა რეალურად ეფექტური ნაბიჯები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად