Verizon-ი 5 მილიარდ აშშ დოლარად გაყიდის Yahoo-სა და AOL-ს

საკომუნიკაციო ამერიკული გიგანტი კომპანია Verizon Communications-ი 5 მილიარდ აშშ დოლარად გაყიდის Verizon Media-ს აქტივებს, რომელიც მოიცავს Yahoo-სა და AOL-ს. ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზშია ნათქვამი.

მყიდველი იქნება კერძო საინვესტიციო კომპანია Apollo Global Management.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ Verizon მიიღებს 4,25 მილიარდ დოლარს გარიგების ფარგლებში. კიდევ 750 მილიონი დოლარი კი – Verizon Media-ს 10%-იანი წილის სახით.

დაგეგმილია, რომ გარიგება დაიხურება 2021 წლის მეორე ნახევარში.

Apollo მიიჩნევს, რომ მას შეუძლია ახალი კომპანია ციფრულ მედიასა და სარეკლამო ტექნოლოგიის ძლიერ მოთამაშედ აქციოს, რადგან მეტი კომპანია გადადის ონლაინ ფორმატში.

კომენტარები
იტვირთება...