ვერის ბაღიდან “ღირსების მარშის” მოწინააღმდეგეები რუსთაველისკენ მიემართებიან

ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, რომლებიც საქართველოში LGBT პრაიდის ჩატარების მოწინააღმდეგეები არიან, ამ წუთებში ვერის ბაღიდან რუსთაველის მოედნისკენ მიემართებიან.

ისინი ჯერ შსს-სთან იმყოფებოდნენ, სადაც “ღირსების მარშის” მონაწილეების შეკრება იყო დაანონსებული, თუმცა იქ არავინ დახვდათ, შემდეგ რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს, ბოლოს კი ვერის ბაღში შეიკრიბენ.

თუმცა ახლა ისინი რუსთაველისკენ მიემართებიან.

მათი მთავარი მოთხოვნა გაუქმდეს ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონი და აიკრძალოს, მათი თქმით, სიბინძურის პროპაგანდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...