ვერეს ხეობაში გზა 3 ნოემბრამდე გაიხსნება

მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო მაგისტრალის ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც დასასრულს უახლოვდება, თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ და მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ მოინახულეს.

მზიურის მიმდებარედ, დაზიანებულ მონაკვეთზე, ხიდის მშენებლობა და სარეკონსტრუქციო სამუშაოები, დედაქალაქში საცობების თავიდან აცილების მიზნით, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი მაგისტრალი სრულ ექსპლუატაციაში ნოემბრის პირველ რიცხვებში შევა.

„სამუშაოები, ფაქტობრივად, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი მაგისტრალი დედაქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, შესაბამისად, არაუმეტეს 3 ნოემბრისა, ეს გზა იქნება გახსნილი. მოეწყო, როგორც ხიდის ინფრასტრუქტურა, ასევე ჩატარდა გამაგრებითი სამუშაოები. ნოემბრის პირველი რიცხვებისთვის გზა სრულად იქნება მოწესრიგებული,“ – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანიები „ბლექ სი გრუპი“ და „კავკასუს როუდ პროჯექტი“ აწარმოებენ. პროექტის ღირებულება 14.7 მლნ ლარია.

The post ვერეს ხეობაში გზა 3 ნოემბრამდე გაიხსნება appeared first on iMtavroba.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად