“ვერ წარმოვიდგენდი რომ უგულავაზე, როგორც ზომიერი მიდგომის პოლიტიკურ ლიდერზე მომიწევდა საუბარი”- თარგამაძის მონოლოგი (ვიდეო)

“ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მისი ბევრი გადაწყვეტილება, უფრო სწორად, გადაწყვეტილების განხორციელების ფორმა, მკაცრად გამიკრიტიკებია”-ამის შესახებ, ჟურნალისტმა, გიორგი თარგამაძემ, გადაცემაში “გიორგი თარგამაძის ფორმულა” ისაუბრა, სადაც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც გიორგი თარგამაძე, საკუთარ მონოლოგში ამბობს, წლების წინ, ვერ წარმოიდგენდა რომ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერზე, გიგი უგულავაზე როგორც ერთ-ერთ კონსტრუქციულ და ზომიერი მიდგომების პოლიტიკურ ლიდერზე ისაუბრებდა.

მონოლოგი: დასავლეთი VS ქართული ოცნება; რატომ დაიჭირეს გიგი უგულავ

💬 "ქართულ პოლიტიკაში გამოჩენილი დალტონიზმი რამდენჯერმე ძალიან ძვირად დაგვიჯდა. ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნამ ქვეყნის განვითარების პარადიგმა არაერთხელ დააყენა მაღალი რისკის ქვეშ. ხელისუფლების ცვლილება კი პირველ რიგში პოლიტიკურ რეპრესიებთან ასოცირდა"⭕ გიორგი თარგამაძის ფორმულა – მონოლოგი 👇

Posted by Formula News • ფორმულა on შაბათი, 15 თებერვალი, 2020

“გამოგიტყდებით, წლების წინ, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ გიგი უგულავაზე, როგორც ერთ-ერთ კონსტრუქციულ და ზომიერი მიდგომების პოლიტიკურ ლიდერზე მომიწევდა საუბარი.

ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მისი ბევრი გადაწყვეტილება, უფრო სწორად, გადაწყვეტილების განხორციელების ფორმა, მკაცრად გამიკრიტიკებია და დღესაც იმავე აზრზე ვარ. მით უმეტეს, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ, გაბოროტებული და რევანშმოწყურებული ადამიანის ნაცვლად, საკუთარი შეცდომების გამთვითცნობიერებელი და მომავალზე ორიენტირებული ხედვის მქონე ლიდერი ვიხილე”,-ამბობს გიორგი თარგამაძე.

ამასთან, გიორგი თარგამაძის თქმით, ქართულ პოლიტიკაში გამოჩენილი დალტონიზმი რამდენჯერმე ძალიან ძვირად დაგვიჯდა:

“ქართულ პოლიტიკაში გამოჩენილი დალტონიზმი რამდენჯერმე ძალიან ძვირად დაგვიჯდა. ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნამ ქვეყნის განვითარების პარადიგმა არაერთხელ დააყენა მაღალი რისკის ქვეშ. ხელისუფლების ცვლილება კი პირველ რიგში პოლიტიკურ რეპრესიებთან ასოცირდა”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად