” ვერ დამამარცხა ბიძინა ივანიშვილმა და დამამარცხა საკუთარმა ბრაზმა”-ნიკა გვარამიას მონოლოგი (ვიდეო)

” წლების განმავლობაში ვერ დამამარცხა ბიძინა ივანიშვილმა და დამამარცხა საკუთარმა თავმა”-ამის შესახებ, მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, საკუთარ მონოლოგში განაცხადა.

“მე ვარ ნიკა გვარამია, მე ამ დღეებში დავმარცხდი საკუთარ თავთან, საკუთარ ბრაზთან, სამართლიან ბრაზთან, მაგრამ რასთან. დაამარცხეთ საკუთარ თავში ბრაზი და პრაქტიკულად არაფერი არ გემუქრებათ, არც კორონავირუსი, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას გვასწავლის ერთი ჭაღარა და სანდომიანი კაცი, რომელსაც რაღაც გამოსდის, რაღაც არა, მაგრამ გვასწავლის, ცდილობს, იმედია გამოუვა.

ჩემი მოკითხვა ამირან გამყრელიძეს და ჯანმრთლობა მის შვილს, ნიკას.

ამ დღეებში მე დავმარცხდი საკუთარ ბრაზთან, ეს დამარცხება ერთ-ერთი ყველაზე ნიშანდობლივი იყო. კოროანვირუსმა მიმიყვანა აქამდე, ამ თემამ.

ამ წლების განმავლობაში ვერ დამამარცხა ბიძინა ივანიშვილმა და დამამარცხა საკუთარმა თავმა და ბრაზმა, დაარა ისე, რომ ვერ ავმდგარიყავი, ამისთივის ზედმეტად ჭკვიანი აღმოვჩნდი. დაამარცხეთ საკუთარი ბრაზი და გაიმარჯვებთ”-ამბობს გვარამია მონოლოგში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად