Veon-ის ხელმძღვანელად ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ყოფილი წევრი დაინიშნა

Veon-ის ხელმძღვანელად ურსულა ბერნსი დაინიშნა, რომელიც კომპანიის დირექტორთა საბჭოს ლიდერი იყო. მანამდე იგი Xerox-ში მუშაობდა და აგრეთვე იყო მისი მთავარი აღმასრულებელი დირექტორი 2009-2016 წლების პერიოდში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იგი, ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას მუშაობდა თეთრი სახლის ადმინისტრაციაში. აგრეთვე ეხმარებოდა თეთრ სახლს ნაციონალური პროგრამის ჩატარებაში, რომელიც მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, ინჟინერიასა და მათემატიკას ეხებოდა.

ბერნსი არის Exxon Mobil-ის, Nestle-ს და Uber-ის დირექტორთა საბჭოს წევრი. 2014 წელს ჟურნალმა ფორბსმა იგი მსოფლოს ყველაზე გავლენიანი ქალები რეიტინგში 22-ე ადგილზე დაასახელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად