ვენეციის ცენტრში დიდ საკრუიზო გემებს შესვლა აეკრძალებათ

დიდ გემებს, საკრუიზო გემების ჩათვლით, აღარ შეეძლებათ გიუდეკას არხის გავლა და ვენეციის ცენტრალური პიაცა სან მარკოს წინ გასვლა. შესაბამისი კანონი იტალიის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა, იუწყება Deutsche Welle.

”ეს ნაბიჯი აუცილებელია იმისათვის, რომ დავიცვათ ბუნება, ლანდშაფტი, ასევე ვენეციის მხატვრული და კულტურული მთლიანობა”, – თქვა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ენრიკო ჯოვანინიმ. იტალიის კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა დარიო ფრანჩესჩინმა ისტორიული უწოდა ამ კანონის მიღების დღეს.

შეზღუდვები ძალაში შევა 1 აგვისტოდან.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აკრძალვა ვრცელდება იმ გემებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ მინიმუმ ერთ კრიტერიუმს მაინც: 25 ათას ტონაზე მეტი მოცულობა, 180 მეტრზე მეტი სიგრძე ან 35 მეტრზე მეტი.

ვენეცია ​​და ვენეციის ლაგუნა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში 1987 წელს შეიტანეს.

კომენტარები
იტვირთება...