ვენეციის კომისიამ პარტიების დაფინანსების წესისა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ კანონპროექტების განხილვა დაიწყო

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართვის საფუძველზე, ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, პარტიების რეგისტრაციასა და დაფინანსების შესახებ კანონპროექტების განხილვა დაიწყო.

ინფორმაციას ვენეციის კომისია საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე ავრცელებს.

“ქართულმა ოცნებამ” ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს ის კანონპროექტები გადაუგზავნა, რომლებიც პარტიების დაფინანსების წესს და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება.

ინიციატივით უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე გამოვიდა. კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა მას შემდეგ გაიმართება, რაც ამ ინსტიტუციების პოზიცია გახდება ცნობილი.

“ქართული ოცნება” ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს უგზავნის იმ კანონპროექტებს, რომლებიც პარტიების დაფინანსების წესს და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც საპარლამენტო მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. ამასთან, პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას. ეს კანონპროექტი ახალმა, მე-10 მოწვევის პარლამენტმა 23 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო, 83 ხმით.

კიდევ ერთი ინიციატივის მიხედვით, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად