ვენეციის კომისია ზელენსკის კანონპროექტზე დეკლარაციებში ტყუილის შესახებ: ყველაფერი კარგია, მაგრამ არის „მაგრამ”

უკრაინული პრესის ცნობით, ვენეციის კომისიამ დეკლარაციის კანონში ცვლილებების შესახებ ზელენსკის მიერ რადაში შეტანილ კანონპროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა.

2020 წლის ოქტომბერში უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო დეკლარაციაში არასარწმუნო მონაცემების შეტანისთვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის ზომა და აგრეთვე, ანტიკორუფციული კანონით კორუფციის პრევენციის ნაციონალური სააგენტოს ფუნქციათა განმსაზღვრელი ანტიკორუფციული კანონის ზოგიერთი დებულება.

4 დეკემბერს რადამ პასუხისმგებლობისთვის დაწესებული ბარიერი აამაღლა და თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების შეზღუდვით შეცვალა.

კორუფციის პრევენციის ნაციონალურმა სააგენტომ რადას მიერ მიღებული კანონი გააკრიტიკა და პრეზიდენტს მასზე ვეტოს დადება სთხოვა.

26 იანვარს ვოლოდომირ ზელენსკიმ რადაში შეიტანა კანონპროექტი, რომელშიც არასარწმუნო მონაცემების დეკლარირებისთვის კვლავ არის გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა (2 წლამდე – „აიპრესი”).

აპრილში ზელენსკის მიერ შეტანილი კანონპროექტი რადამ პირველი მოსმენით მიიღო.

უკრაინული პრესის ცნობით, ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა ხანდაზმულობის ვადის სამ წლამდე გაზრდა და ექს-ჩინოვნიკებზე წინა წლების დეკლარაციების გამო პასუხიმგებლობის დაწესების შესაძლებლობა, მოიწონა კანონპროექტი და აღნიშნა, რომ მთლიანობაში იგი შეესაბამება უკრაინის საერთაშორისო ვალდებულებებს, მაგრამ მასში არის გარკვეულ ხარვეზები.

კერძოდ, კომისიამ აღნიშნა, რომ ამ სახით კანონის მიღების შემთხვევაში მოხდება გარკვეული კატეგორიის წვრილ სამართალდარღვევათა დეკრიმინილიზება.

ვენესიის კომისიამ მიუთითა, რომ ადრინდელი კანონით თავისუფლების აღკვეთა შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, როდესაც სხვაობა დეკლარირებულ და რეალურ თანხებს შორის საარსებო მინიმუმს 250-ჯერ აჭარბებდა, კანონპროექტით კი ეს სხვაობა 2000-ჯერ უნდა აჭარბებდეს საარსებო მინიმუმს.

კომისიამ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ დეკლარაციაში ტყუილის გამო პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ მომავალი წლიდან (2021 წლის შემოსავლების დეკლარირების შემდეგ) იქნება შესაძლებელი.

ვენეციის კომისიამ მიუთითა, რომ კანონის გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ იქნება იგი გამოყენებული. „სანქციების გამკაცრებას არანაირი ეფექტი არ ექნება, თუ კორუმპირებული ჩინოვნიკები ფაქტიურად დაუსჯელნი დარჩებიან”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...