ვენეციაში წყალდიდობის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ხუთშაბათს, იტალიის მთავრობამ ვენეციაში, უპრეცედენტო მასშტაბის წყალდიდობის გამო, საგანგებო მდგომარეობა დააწესა.

”მინისტრთა საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვენეციაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღონ. ქალაქისა და მისი მაცხოვრებლების პირველადი საჭიროებებისთვის 20 მილიონი ევრო გამოიყო ”, – დაწერა იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ Twitter– ის გვერდზე.

”კატასტროფა, რომელიც ვენეციას თავს დაატყდა, ჩვენი ქვეყნის გულისთვის დარტყმა იყო”, – წერს იტალიის პრემიერი Twitter– ზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქალაქისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას ჯერ ვერ აფასებს.

ვენეციაში გადაუღებელი წვიმების გამო, ქალაქის 80% -ზე მეტი დაიტბორა. 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, წყლის დონემ უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია. კერძოდ, დაიტბორა ვენეციის ცენტრალური სან-მარკოს მოედანი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. წყალმა დატბორა ასევე საკათედრო ტაძარი, სადაც წყლის დონემ 1 მეტრს გადააჭარბა. წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად