ვენეციაში საკრუიზო ლაინერი და ტურისტული გემი ერთმანეთს შეეჯახნენ

ვენეციის სრუტეში ერთმანეთს საკრუიზო ლაინერი MSC Opera და ტურისტული გემი Michelangelo შეეჯახნენ ერთმანეთს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემები Gazzettino, Blitz Quotidiano და Libero იუწყება. მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი წყალში გადავარდა.

ინციდენტი, ადგილობრივი დროით დაახლოებით 8:30 საათზე მოხდა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იმ მომენტში, როდესაც საკრუიზო ლაინერი ტურისტულ გემს შეეჯახა, ეს უკანასკნელი პორტში იდგა და ღუზა ჰქონდა ჩაშვებული. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბუქსირები მომხდარის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდნენ.

მომხდარის შედეგად, რამდენიმე ადამიანი ჩავარდა წყალში. ორი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, კიდევ ორმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

მომხდარის გამომწვევ პირველ ვერსიად სახელდება ის, რომ გაწყდა თოკი, რომელიც გემს ერთ-ერთ ბუქსირთან აკავშირებს. გემის მეთაური აგრეთვე საუბრობს ძრავის გაუმართაობაზე. სხვა დეტალები მომხდარის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად