ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლისას აშშ-ს დელეგაციამ გაერო-ს ასამბლეის დარბაზი დატოვა

შეერთებული შტატების დელეგაციამ ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტის დელსი როდრიგესის სიტყვით გამოსვლის დროს გაერო-ს გენერალური ასამბლეის დარბაზი დატოვა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერის” კორესპონდენტი იტყობინება.

კადრებიდან ჩანს, რომ იმ ადგილას, სადაც ამერიკელი დელეგატები უნდა ყოფილიყვნენ, სავარძლები ცარიელია.

გარდა ამისა, დელსი როდრიგესის სიტყვით გამოსვლის დროს კოლუმბიის, ლიეტუვის, ტაჯიკეთის დელეგატთა ადგილები ასევე ცარიელი იყო. მედიის ცნობით, გაეროს გენერალური ასამბლეის დარბაზი სულ მცირე რვა დელეგაციამ დატოვა. კერძოდ, ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლმა, კუბის, მექსიკისა და ურუგვაის გარდა, დარბაზი დატოვეს.

შეერთებული შტატები ნიკოლას მადუროს მთავრობას ეწინააღმდეგება. მიმდინარე წლის დასაწყისში, ვენესუელაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დროს, ვაშინგტონმა მხარი ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს დაუჭირა, რომელმაც თავი ვენესუელის დროებითი პრეზიდენტად გამოაცხადა. გუაიდო ასევე აღიარეს ლათინური ამერიკისა და ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ. მიუხედავად მათი ძალისხმევისა, ნიკოლას მადურო ისევ ხელისუფლების სათავეშია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად