ვენესუელის ვალი “როსნეფტის” წინაშე 800 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა

ვენესუელის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელი კომპანია PDVSA-ს ვალი კომპანია „როსნეფტის“ წინაშე, 2019 წლის III კვარტალში, 800 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია კომპანია „როსნეფტის“ მიერ მომზადებულ პრეზენტაციაშია აღნიშნული.

2019 წლის დასაწყისისთვის, ვენესუელის ვალი რუსული კომპანიის წინაშე 2,3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, 2019 წლის I კვარტალში კი იგი 1,8 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, ხოლო II კვარტლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 1,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „როსნეფტმა“, კომპანია PDVSA-ს წინასწარ 6 მილიარდი აშშ დოლარი გადაუხადა. 2018 წელს კი, კომპანიამ აქტიურად დაიწყო თანხის დაბრუნება.

ვენესუელის ხელისუფლება ოქტომბრის შუა რიცხვებში განიხილავდნენ ვერსიას, რომელიც კომპანიის სრული კონტროლის რუსული „როსნეფტისთვის“ გადაცემას ითვალისწინებდა. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, ვენესუელაში აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს.

კომპანია PDVSA, მიმდინარე წლის იანვრიდან მოყოლებული აშშ-ის სანქციების ქვეშ არის. სანქციების დაწესების შემდეგ, PDVSA-ს ექსპორტი 40%-ით შემცირდა. სანქციების გაუქმების პირობად, ვაშინგტონმა ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გადადგომა და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა დაასახელა. ივნისის დასაწყისში კი, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ, კომპანიის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და ვენესუელაში გადამუშავებული ნავთობის ექსპორტი და რეექსპორტი აკრძალა.

მთლიანობაში ვენესუელის ვალი, კომპანია PDVSA-ს ვალდებულებებთან ერთად 100-150 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. აქედან 60 მილიარდი აშშ დოლარის ობლიგაციები ხელისუფლებაზე მოდის, დაახლოებით 20 მილიარდი აშშ დოლარი – ჩინეთის წინაშე არსებული ვალდებულებაა, 3,15 მილიარდი აშშ დოლარი – რუსეთის ხელისუფლების წინაშე ვალდებულება, ხოლო 800 მილიონი აშშ დოლარი კომპანია „როსნეფტის“ წინაშე არსებული ვალი. 5 მილიარდი აშშ დოლარი ვენესუელას საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციების წინაშე მართებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად