ვენესუელის თავდაცვის უწყება: ოპოზიციის ლიდერს მხარს არ ვუჭერთ

არმია ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარეს, ხუან გუაიდოს ქვეყნის პრეზიდენტად არ აღიარებს. გამოცემა El Nacional- ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ პადრინო ლოპესმა განაცხადა.

მისი თქმით, სამხედროები ხუან გუაიდოს არ აღიარებენ, რადგაც ის არალეგიტიმური მმართველი იქნება.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამხედროები ქვეყნის კონსტიტუციას იცავენ და ვენესუელის სუვერენიტეტის გარანტიის შესაბამისად მოქმედებენ.

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუიომ ოთხშაბათს თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. შეერთებულმა შტატებმა გუაიდოს მხარი დაუჭირა და ვენესუელის ამჟამინდელი ლიდერის ნიკოლას მადუროს გადადგომა მოითხოვა.

აღნიშნულის საპასუხოდ, ნიკოლას მადურომ ვაშინგტონთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა. დიპლომატებმა ვენესუელის ტერიტორია 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...