ვენესუელის სახმელეთო ჯარების პოლკოვნიკმა ხუან გუაიდო პრეზიდენტად აღიარა

ვენესუელის სახმელეთო ჯარების პოლკოვნიკმა რუბენ ალბერტო პას ხიმენესმა ქვეყნის ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად აღიარა.

ხიმენესი აცხადებს, რომ იანვარში მონაწილეობას იღებდა დემონსტრაციაში, რომელიც მიმართული იყო მოქმედი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ. მან თავის კოლეგებს მოუწოდა, ქვეყანაში შეუშვან ჰუმანიტარული დახმარება აშშ-დან და არ შეეშინდეთ გუაიდოსთვის მხარდაწრის გამოცხადების.

აქამდე ხუან გუაიდოს მხარდაჭერა გამოუცხადა ვენესუელის სამხედრო ატაშემ აშშ-ში ხოსე ლუის სილვამ და ვენესუელის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალმა იანეს როდრიგესმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...