ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ქმედებას ვაშინგტონში არსებულ უწყებაში უკანონო უწოდა

აშშ-ის პოლიციის თანამშრომლები ვაშინგტონში მდებარე ვენესუელის საელჩოში შეცვივდნენ და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს 4 მოკავშირე დააკავეს.

“პოლიციამ 4 პირი დააკავა, რომლებიც ვენესუელის საელჩოში, Embassy Protection Collective-ის ფარგლებში დარჩნენ. ეს ვენის კონვენციის სრული დარღვევაა”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან დაკავშირებით, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორხე არეასმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ ქვეყნის ხელისუფლება განიხილავს საპასუხო ზომებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.

“2-4 აქტივისტის მორალური სული უფრო ძლიერია, ვიდრე ათობით შეიარაღებული პოლიციელის”, – განაცხადა მან.

მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ პოლიციამ ადამიანი უფლებები დაარღვია აქტივისტებთან მიმართებაში, რომლებიც საელჩოს, ვენესუელის ხელისუფლების მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით იცავდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...