ვენესუელის კომუნიკაციისა და ინფორმაციის მინისტრი COVID19-ით დაინფიცირდა

ვენესუელის კომუნიკაციისა და ინფორმაციის მინისტრმა ჟორჟ როდრიგესმა განაცხადა, რომ მას კორონავირუსი დაუდგინდა. პოლიტიკოსმა შესაბამისი განცხადება Twitter- ზე გამოაქვეყნა.

”ჩემი მოვალეობაა გაცნობოთ, რომ დამისვეს COVID-19-ის დიაგნოზი. მიუხედავად იმისა, რომ თავს კარგად ვგრძნობ, უნდა ვიყო იზოლაციაში და დავიცვა აუცილებელი რეჟიმი ვირუსთან გამკლავებისთვის”, – წერს იგი.

ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა ვენესუელის საკონსტიტუციო ასამბლეის პრეზიდენტი დიოსდადო კაბელო და ეკონომიკური საკითხების ვიცე პრეზიდენტი და ქვეყნის ნავთობის მრეწველობის მინისტრი ტარეკ ელ აისამი.

რესპუბლიკის მთავრობამ ქვეყანაში ინფიცირების პირველი ორი შემთხვევის შესახებ 13 მარტს განაცხადა, იმავე დღეს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. 17 მარტს პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მთელ ქვეყანაში კარანტინის შემოღების შესახებ განაცხადა. დღემდე, ვენესუელაში კორონავირუსული ინფექციის 27,938 შემთხვევაა რეგისტრირებული, ხოლო გარდაიცვალა 238 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად