ვენესუელის ახალი კრიპტოვალუტა საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვაში 1 ოქტომბერს ჩაეშვება

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, ქვეყნის ხელისუფლებასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 1 ოქტომბრიდან ეროვნული კრიპტოვალუტა El Petro, საერთაშორისო ვაჭრობაში გადახდების განხორციელებისთვის ბრუნვაში ჩაეშვება.

"ეს ვენესუელის ბოლივარიანული რესპუბლიკის სანავთობო კრიპტოვალუტაა", – აცხადებს მადურო.

საკუთარი კრიპტოვალუტის მოხმარებაში გაშვების შესახებ მადურომ ჯერ კიდევ 2017 წლის მიწურულს განაცხადა. El Petro მსოფლიოში პირველი კრიპტოვალუტა გახდა, რომელიც მატერიალური აქტივებითაც არის უზრუნველყოფილი. მისი ღირებულება კი ნავთობის ერთი ბარელის ფასს უტოლდება.

ბოლო წლების განმავლობაში, ვენესუელაში მწვავე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს. 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე, ქვეყნის ინფლაციამ 4 000%-ს გადააჭარბა, ხოლო თებერვალში ამავე ნიშნულმა 6 000%-ს მიაღწია, აგვისტოში კი, ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად – ინფლაციამ 2 000 000%-ს მიაღწია.

მარტში მადურომ განაცხადა, რომ აუცილებელია ნაციონალური ვალუტის დენომინალიზაცია, რათა გამყარდეს ქვეყნის ეკონომიკა და 20 აგვისტოდან პარლამენტმა სწორედ ამ პროცესზე დაიწყეს მუშაობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად