ვენესუელაში, ციხეში გაჩენილ ხანძარს 68 ადამიანი ემსხვერპლა

ვენესუელაში, კარაბობოს შტატში ციხის ბუნტის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 68 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ მიკრობლოგ Twitter-ზე ქვეყნის გენერალური პროკურორი, ტარეკ უილიამ სააბი წერს.

ვენესუელის პროკურატურის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 68 ადამიანი დაიღუპა.
მანამდე, გამოცემა El Pais იტყობინებოდა, რომ საპატიმრო დაწესებულებაში გაჩენილი ხანრის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 ქალი იყო.
ცენტრი ქალაქ ვალენსიაში მდებარეობს. ხანძარი ბუნტის შემდეგ გაჩნდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება გადატვირთულია. ამბოხი იმ დროს დაიწყო, როდესაც პატიმრებს ნათესავები ეწვივნენ. გამოცემის თანახმად, პატიმრებმა მძევლები აიყვანეს, რათა ხელისუფლებას "გარკვეული მოთხოვნები" შეესრულებინა. როდესაც ხელისუფლებამ მათ მოთხოვნებს არ უპასუხა, მსჯავრდებულებმა ლეიბები დაწვეს, რაც ხანძრის გაჩენის მიზეზი აღმოჩნდა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად