ვენესუელაში მომხდარ ავტოკატასტროფას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ვენესუელაში, ქალაქ სან კრისტობალიდან მარაკაიბოში მიმავალი ავტობუსი ავტოკატასტროფაში მოყვა, რის შედეგადაც დაიღუპა 16 ადამიანი, ხოლო დაშავებულია – 30.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავარია იმის გამო მოხდა, რომ ავტობუსს საბურავი გაუსკდა, გადავიდა გზიდან და ამოტრიალდა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მომხდარის ადგილას მობილიზებული არიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

მარტში, მექსიკის სამხრეთ ნაწილში გადაბრუნდა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც მიგრანტები ცენტრალურ ამერიკაში გადაჰყავდა. მომხდარის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად