ვენესუელაში COVID19-ის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

ვენესუელელმა ექიმებმა გასული დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 995 შემთხვევა გამოავლინეს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დღიდან. ამის შესახებ ვენესუელის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა.

”დაფიქსირდა ინფიცირების 995 შემთხვევა“, – თქვა მან პრესკონფერენციაზე. აქამდე ვენესუელაში, ყველაზე მეტი, დაახლოებით 700 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 26,800 ადამიანია.

მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის გამო ექვსი პაციენტი გარდაიცვალა, რის შედეგადაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 229 ადამიანი შეადგინა.

ვენესუელის მთავრობამ განაცხადა, რომ კორონავირუსული ინფექციის პირველი ორი შემთხვევა 13 მარტს გამოვლინდა, იმავე დღეს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. 17 მარტს პრეზიდენტმა მადურომ ქვეყნის მასშტაბით კარანტინის დაწესების შესახებ განაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად