ვენესუელა აშშ-სთან დიალოგისთვის მზად არის

ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრის ხორხე არეასის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება შეერთებულ შტატებთან მოლაპარებებისთვის მზად არის. ინფორმაციას TeleSUR ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ვაშინგტონი კარაკასის წინააღმდეგ მოქმედებდა, თუმცა დიპლომატიის დრო დადგა.

“ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ”, – აცხადებს არეასი.

16 მაისს, აშშ-ის პოლიციის თანამშრომლები ვაშინგტონში მდებარე ვენესუელის საელჩოში შეცვივდნენ და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს 4 მოკავშირე დააკავეს.

“პოლიციამ 4 პირი დააკავა, რომლებიც ვენესუელის საელჩოში, Embassy Protection Collective-ის ფარგლებში დარჩნენ. ეს ვენის კონვენციის სრული დარღვევაა”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან დაკავშირებით, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორხე არეასმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ ქვეყნის ხელისუფლება განიხილავს საპასუხო ზომებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.

“2-4 აქტივისტის მორალური სული უფრო ძლიერია, ვიდრე ათობით შეიარაღებული პოლიციელის”, – განაცხადა მან.

მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ პოლიციამ ადამიანი უფლებები დაარღვია აქტივისტებთან მიმართებაში, რომლებიც საელჩოს, ვენესუელის ხელისუფლების მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით იცავდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად